weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმში დაკავებული, შესაძლოა, თურქული კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი იყოს - თურქული მედია

12:01 ხუთშაბათი, 04 ივნისი 2020

ბათუმში დაკავებული თურქეთის 9 მოქალაქე წინასწარ პატიმრობაშია. მათ ბრალი საზღვრის უკანონო კვეთისა და იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებისა და დამზადების მუხლებით აქვთ წაყენებული. საქმის დეტალებზე არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც კონტრდაზვერვის დეპარტამენტს დეტალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებიათ, თუმცა თურქული მედია წერს, რომ დაკავებულთაგან ერთ-ერთი, შესაძლოა, ცნობილი თურქული კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი და რამდენიმე გახმაურებული საქმისთვის ძებნილი ბინალი (დენიზ) ჯამგოზია.

თურქული გამოცემების ინფორმაციით, ჯამგოზი და მისი ჯგუფის წევრები საქართველოში ჯერ კიდევ აგვისტოში გადავიდნენ. მათი გაქცევი მიზეზი, სავარაუდოდ, დაჯგუფება „ჯაჭვის“ წინააღმდეგ ქალაქ იზმირის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებაა, რომლის მასალებიც უკვე გადაეცა სასამართლოს. ბრალდება ამბობს, რომ იმ დანაშაულებებისთვის, რომლებიც ბრალად ედებათ ჯამგოზისა და მის 37 თანამზრახველს, მათ 280 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ეკუთვნით.

თურქული მედია დაახლოებით 13 საქმეზე წერს, რომელშიც ჯამგოზის დაჯგუფება „ჯაჭვი“ ფიგურირებს, მათ შორისაა თავდასხმა ქალაქის ვიცე-მერზე. დაჯგუფების წევრთა ნაწილი ადგილობრივმა პოლიციამ ამ დღეებში თურქეთში დააკავა. მათ საქმეს სასამართლო 10 აგვისტოს განიხილავს.

თურქოლოგის, რონდელის ცენტრის მკვლევარის, ზურაბ ბატიაშვილის ინფორმაციით, ბინალი ჯამგოზი 2008 წელს, ერთ-ერთი თავდასხმის დროს დაშავდა და მას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.

„დიდი ალბათობით, ქართველ სამართალდამცავებს ინფორმაცია თურქმა კოლეგებმა მიაწოდეს.
ახლა მთავარი გასარკვევი საკითხია, თუ როგორ შეძლო 9 შეიარაღებულმა პირმა (მათ შორის წელსქვევით მოწყვეტილმა ადამიანმა) საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის შეუმჩნევლად გადმოკვეთა (თან იმავე ადგილას, საიდანაც ჩატაევი და მისი რაზმი შემოვიდა თავის დროზე) და ასევე შეუმჩნევლად ცხოვრება შუა ბათუმში მთელი 6 თვის განმავლობაში“ - წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ზურა ბატიაშვილი.

ინფორმაცია ბათუმში თურქეთის 9 მოქალაქის დაკავების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2 ივნისს გაავრცელა. გამოძიების მტკიცებით, დაკავებულები ქვეყანაში არალეგალურად, სახელმწიფო საზღვრის გვერდის ავლით შემოვიდნენ, დაკავებულების სახლების ჩხრეკისას კი სამართალდამცავებმა 4 ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი აწარმოებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]