weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შსს გლდანისხევში ნაპოვნი ახალშობილის საქმეს ეხმაურება

13:12 ხუთშაბათი, 04 ივნისი 2020

გლდანისხევში ნაპოვნი ჩვილის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყება ადასტურებს, რომ მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით, რაც დედის მიერ მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ უმალვე ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სამინისტრო განმარტავს, რომ შემთხვევის ადგილზე ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, ახალშობილი ცხედარი კი სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

გამოძიება სხვა დეტალებს არ ახმაურებს, თუმცა აღნიშნავს რომ გამოიკითხნენ ის პირები, რომლებიც, შესაძლოა, ფლობდნენ რაიმე ინფორმაციას შემთხვევის შესახებ. მათ შორის, მოწმის სახით, სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მონაწილეობით გამოიკითხა არასრულწლოვანი გოგონა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

„2020 წლის 2 ივნისს "112"-ში დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლების მიერ შემოვიდა შეტყობინება, ჩვილის გვამის პოვნის შესახებ. ერთერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩვილი, სავარაუდოდ, იმავე კორპუსში მცხოვრებმა არასრულწლოვანმა ბინაში გააჩინა და ის მეექვსე სართულიდან გადმოაგდო. ჩვილის გვამი ადგილზე მისულმა პოლიციელებმა „ლურჯ პარკში გაახვიეს და ნაგვის ურნაში დატოვეს, რომელიც მერე ნაგვის მანქანამ წაიღო. ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს“,- ნათქვამია განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]