weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი სუს-მა დაკითხა

18:01 ხუთშაბათი, 04 ივნისი 2020

სამირა ბაირამოვა, მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი, რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, მოწმის სახით დაკითხეს.

„დაკითხვაზე მოწმის სტატუსით გუშინ, 3 ივნისს, ვიყავი. საღამოს რვა საათზე მივედი და ჩემი დაკითხვა დაახლოებით ორსაათნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა. სუს-ის განცხადება ძირითადად მარნეულში განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ დაკითხვის შინაარსსა და კითხვებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მიხედვით გამოძიების დასრულებამდე ამ საკითხზე საუბარი აკრძალულია“ - უთხრა სამირა ბაირამოვამ რადიო „მარნეულს“.

სამირა ბაირამოვა ფიქრობს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რეაგირება დააგვიანა, რადგან მარნეულში, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის გარშემო, ვითარება სუსის განცხადებამდე ერთი კვირით ადრე დაიძაბა. 

გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის 24 მაისის განცხადება, რომლითაც ის მარნეულის მერს ქალაქის ცენტრიდან ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღებას სთხოვდა და ულტიმატუმს უყენებდა.

თავად ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი აცხადებს, რომ გამოძიების შესახებ არაფერი იცის და არც სუსში დაუბარებიათ. ეპისკოპოსი ამბობს, რომ მისი ნათქვამი ეთნიკური შუღლის გაღვივებას და ადგილობრივი აზერბაიჯანელების დისკრიმინაციას არ ემსახურებოდა.

„მე ვარ ეპარქიის მმართველი მრვდელმთავარი. 3 დღე წარმოებდა კამპანია, რომ ეკლესია ჩემი სახით წარმოეჩინათ, თითქოს რასისტები, შოვინისტები ვართ და სხვა ეთნოსების დისკრიმინაციას ვახდენთ. ეს არის სიცრუე”, – ამბობს ეპისკოპოსი, რომელიც გუშინ გამოვიდა ინიციატივით, რომ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის ნაცვლად მარნეულში ერეკლე მეორისა ხუდია ბორჩალოელის ძეგლი დაიდგას, - „პირსისხლიანი წითელი კომისრის ძეგლის ნაცვლად, მივმართავ ჩვენს მოსახლეობას, ქართველებს, ჩვენს აზერბაიჯანელ დებსა და ძმებს, რომ დაიდგას ჩვენი ეროვნული გმირის, წარმოშობით აზერბაიჯანელი ხუდიას და ერეკლე მეორის ძეგლი, რომელიც იქნება სიმბოლო ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრობისა”

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიება 30 მაისს დაიწყო. სუს-ის განცხადებით, ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]