weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დააკავეს პირი, რომელიც 200-ლარიანი დახმარების მისაღებად ყალბ ცნობებს ამზადებდა

12:58 პარასკევი, 05 ივნისი 2020

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კახეთში დააკავა ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი, რომელიც გამოძიების მტკიცებით, მოქალაქეებს კორონავირუსის პანდემიით დაზარალებულთა სამთავრობო პროგრამით სარგებლობისათვის სამსახურის ყალბ ცნობებს უმზადებდა.

თითოეული ასეთი ცნობას, რომლითაც მის მფლობელებს შემდეგ 200-ლარიანი დახმარება უნდა მიეღოთ, ბრალდებული 50 ლარად ყიდდა.

„აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მან დაამზადა ყალბი სამსახურებრივი ცნობები 11 პირის სახელზე, რომელთა მიხედვითაც მოქალაქეები თითქოსდა წარმოადგენდნენ ბრალდებულის კომპანიის მიერ დაქირავებულ თანამშრომლებს და 2020 წლის 21 მარტიდან, COVID 19-ის გამო იმყოფებოდნენ უხელფასო შვებულებაში“, - ნათქვამია სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-წლამდე ვადით.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]