weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსეთიდან ცხინვალში ჩასულ 12 კადეტს კორონავირუსი დაუდასტურდა

14:10 პარასკევი, 05 ივნისი 2020

ბოლო 24 საათში, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში ჩატარებული 27 ტესტიდან 12 დადებითი აღმოჩნდა. თორმეტივე ინფიცირებული რუსეთის ფედერაციიდან ჩასული კურსანტია - ინფორმაციას დე-ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

კურსანტები კარანტინში არიან გადაყვანილნი.

5 ივნისის მონაცემებით, ცხინვალის საავადმყოფოში 26 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, აქედან 19 კურსანტი, ხუთი მოქალაქე, ერთი სამხედრო მოსამსახურე, ერთი კი  სამედიცინო პერსონალის წევრი.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 57 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან, გამოჯანმრთელებულია 31 ადამიანი, მეთვალყურეობის ქვეშ კი 239 პაციენტი რჩება.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა დე-ფაქტო რესპუბლიკაში 5 მაისს დადასტურდა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]