„პიროვნება არის შეიარაღებული, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში, არის ჩაკეტილი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, საიდანაც მოახდინა რამდენიმე გასროლა უმისამართოდ. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები სრულად მობილიზებული არიან პერიმეტრზე. მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია. ამ ეტაპისათვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები,“ - უთხრა ჟურნალისტებს პოლიციის სამმართველოს უფროსმა, ვაჟა სირაძემ.
ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, სროლამდე კაცს შელაპარაკება მოუვიდა შვილებთან, რის შემდეგაც უმისამართოდ რამდენჯერმე გაისროლა.
გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი.