weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სამებაში მრევლს ბალონების მიტანას სთხოვენ - ტაძარს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

16:54 პარასკევი, 05 ივნისი 2020

სამების საკათედრო ტაძარს ბუნებრივი აირის მიწოდება დავალიანების გამო შეუწყდა. ტაძარს, კომპანია “თბილისი ენერჯისთვის“ სამი წლის დავალიანება, 250 000 ლარზე მეტი აქვს გადასახდელი. სამების წინამძღოლი, არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი, დახმარების სახით მრევლს თხევადი აირის ბალონების მიწოდებას სთხოვს.

არქიმანდრიტმა ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ეკლესიას არ აქვს ფინანსური საშუალება ყოველთვიური სააბონენტო გადსახადი, თვეში 15 000 ლარი, გადაიხადოს. ტაძრის წინამძღოლი ამბობს, რომ ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენის შემდეგ, „მამაპაპურ თხევად გაზზე“ გადავიდნენ.

,,კომპანიის მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, რადგან ბევრჯერ გაითვალისწინეს და გაზი არ შეგვიწყვიტეს. რამდენჯერმე იყო გაფრთხილება და რა ექნათ იმათაც, ყოველთვის გვერდში გვედგნენ და რაღაც მომენტში გადაწყვიტეს ასე. დაახლოებით 250 000 ლარია დავალნება" - ამბობს არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი.

,,თბილისი ენერჯის“ განცხადებით, კომპანიამ სამების ტაძარის წინამძღოლს 2020 წლის თებერვალში დავალიანების ათ წელზე გადანაწილება შესთავაზა. იმის გამო რომ გადანაწილების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, არც მიმდინარე გადასახადი და არც გადანაწილებული ყოველთვიური თანხა არ გადაუხდიათ, 23 აპრილს “თბილისი ენერჯიმ” სამების ტაძარს გაზის მიწოდება შეუწყვიტა.

,,ჩვენ არაერთხელ მივმართეთ მათ წერილობით, რომ გადაეხადათ დავალიანება ან გადანაწილება გაეკეთებინათ, მაგრამ მათი მხრიდან რეაგირება არცერთხელ არ ყოფილა. საბოლოო ჯამში, თებერვლის თვეში ისევ ჩვენი ინიციატივით, შევთანხმდით გადანაწილებაზე და 227 329 ლარი 10 წელიწადზე გადაუნაწილდათ. ამის მიუხედავად, გადანაწილების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ არც მიმდინარე მოხმარებული გაზის გადასახადი და არც შეთანხმებისამებრ გადანაწილებული ყოველთვიური გადასახადი მათ არ გადაიხადეს. ამით დაირღვა ხელშეკრულება განწილვადებაზე, რის გამოც მიმდინარე წლის 23 აპრილს სამების ტაძარს შეუწყდა ბუნებრივი გაზის მიწოდება.“ - განუცხადა კომპანიამ ,,ნეტგაზეთს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]