საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გამო, საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე შეზღუდვები 23 მარტს დაწესდა.
დღეიდან ასევე გაიხსნა ყველა სახის მომსახურება რესტორნებში. გაიხსნა ის სასტუმროები, რომელთაც გავლილი აქვთ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და მიღებული აქვთ ნებართვა.
15 ივნისიდან შიდა ტურიზმი გაიხსნება, ხოლო 1-ლი ივლისიდან გარე ტურიზმი.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 810 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 683, გარდაცვლილია 13, კარანტინის რეჟიმშია - 2915 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 237.