როგორც „რეგინფოს“ დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილმა უთხრა, თანასოფლელებს შორის დაპირისპირება გამარჯვებაში, სოფლის დღეობაზე მოხდა.
„ამ ადამიანს 2012 წლიდან ვიცნობ როგორც უახლოეს მეგობარს. არ სვამს. იმ ადამიანებმა, რომლებიც ასევე ჭინჭარაულები არიან, აიძულეს და გამოიყვანეს წყობიდან. მომხდარს პარტიული საფუძველი არ აქვს. სოფლის დღეობა იყო და ეტყობა, რომ დაითვრნენ, შემდეგ მოუხდათ შელაპარაკება“, – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გიორგი ჭინჭარაული პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ 38 წლის გიორგი ჭინჭარაულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1997 წელს დაბადებულ გ.ჭ.-ს და 1994 წელს დაბადებულ მ.ჭ.-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. შსს-ს ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ჩადენილს ორი ან მეტი პირის მიმართ. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 9-დან 13 წლამდე წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.