weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა

11:29 ორშაბათი, 08 ივნისი 2020

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა დღეს ერთით გაიზარდა, ცხრა პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის ინფორმაციით, ინფიცირებული მამაკაცი გურჯაანიდან არის და COVID-19 საკარანტინო ზონაში დაუდასტურდა.  

„ახალი პაციენტი შუა ასაკს გადაცილებული მამაკაცია. ეროვნებით აზერბაიჯანელია, საქართველოს მოქალაქე. გურჯაანის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. გარკვეული პერიოდი აზერბაიჯანში იმყოფებოდა. შემდეგ გადმოკვეთა საზღვარი და სხვა მგზავრებთან ერთად მოხვდა წყალტუბოს საკარანტინო ზონაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და გადის შესაბამის მკურნალობას. სულ, კლინიკაში სამი კოვიდინფიცირებული გვიწევს“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან თემურ ნადირაძემ.

ვებ-გვერდ stopcov.ge-ის მონაცემების თანახმად, დღემდე საქართველოში კორონავირუსის 810 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 683 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2915 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 237 პაციენტი რჩება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]