საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, მეზღვაურების გამოხსნის პროცესში და ნიგერიის სახელმწიფო სტრუქტურებთან მოლაპარაკებებში, სააგენტოსთან ერთად, უშუალოდ მონაწილეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. მათივე ცნობით, პროცესის წარმატებით დასრულებაში ასევე დიდი წვლილი შეიტანა გემთმფლობელმა კომპანიამ.
ნიგერიაში, გვინეის ყურეში, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან მეკობრეებმა ათი მეზღვაური 30 აპრილს გაიტაცეს. მათგან ცხრა საქართველოს მოქალაქე იყო. გემზე საქართველოს მოქალაქე კიდევ ოთხი მეზღვაური იმყოფებოდა.