weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სამგზავრო მატარებლების მოძრაობა 15 ივნისიდან აღდგება

14:38 ორშაბათი, 08 ივნისი 2020

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 ივნისიდან სამგზავრო მატარებლების მოძრაობა აღდგება. ამავე პერიოდიდან დაგეგმილია შიდა ტურიზმის ამოქმედებაც.

„საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, მატარებლით მგზავრობის მსურველები თერმოსკრინინგს გაივლიან. გარდა ამისა, მათ მოეთხოვებათ სოციალური დისტანციის დაცვა, ვაგონში შესვლისთანავე დეზობარიერის გავლა და სადეზინფექციო ხსნარებით ხელების დამუშავება. პირბადეების გარეშე მგზავრები მატარებელში არ დაიშვებიან და მათი მოხსნის უფლება არც მგზავრობის დროს ექნებათ.

პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი დღეიდან მოიხსნა. კერძოდ, მუშაობა განაახლა ყველა სახის რესტორანმა, მოძრაობა დაიწყო საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა, ასევე გაიხსნენ სასტუმროები, რომლებმაც შრომის ინსპექციის შემოწმება გაიარეს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ეკონომიკურ კრიზისს ცალკე აღებული რომელიმე ქვეყანა ვერ დაამარცხებს.

„ჩვენი ძირითადი ამოცანაა, ვმართოთ პროცესი, მოვახდინოთ ადაპტაცია და კონტროლი. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის რისკების და ვირუსის გავრცელების კონტროლი. ძირითადი ამოცანებია საზღვრებისა და შიდა გავრცელების კონტროლი, სწრაფი გამოვლენა და სწრაფი მკურნალობა. ზუსტად იგივეა ეკონომიკაც. ვერც ერთი ცალკე აღებული ქვეყანა, განსაკუთრებით ჩვენი ზომის ეკონომიკა, შიდა მოთხოვნას ვერ დააგენერირებს, ამიტომ, შეუძლებელია საუბარი, რომ საქართველო ეკონომიკურ ჭრილში ამ კრიზისს მარტო გაუმკლავდება. აქაც გლობალურ ტენდენციებზე ვართ დამოკიდებული“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 810 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 683 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 13 ადამიანი. კარანტინში იმყოფება 2 915 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 237 პირი. ამ ეტაპზე, კვლავ ძალაში რჩება მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - მუშევანსა და გეტაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]