weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

გამოკითხულთა 63 %-ის აზრით, საჯარო მოხელეები თანამდებობებს ბოროტად იყენებენ

15:51 ორშაბათი, 08 ივნისი 2020

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 63% ფიქრობს, რომ გავრცელებული ან ძალიან გავრცელებულია თანამდებობის პირების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება. ამ რესპონდენტებიდან 92 % მიიჩნევს, რომ თანამდებობის პირების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მიზანია ოჯახის წევრების, ნათესავების და ახლობლების დასაქმება; საკუთარი ან ახლობლების ბიზნესის მფარველობა (90 %), ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივი ხარჯვა (81 %), სხვადასხვა საქმის მოგვარების სანაცვლოდ ქრთამის აღება (60%).

კვლევის თანახმად, ნაცნობობა საჯარო სამსახურში დასაქმების განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

კვლევის ფარგლებში სულ 1763 ადამიანი გამოიკითხა. მათგან, ბოლო 12 თვის განმავლობაში, სახელმწიფო მომსახურების სანაცვლოდ ქრთამის მოთხოვნა მხოლოდ 1%-ს ჰქონია. ეს მონაცემი ემთხვევა გასულ წლებში ჩატარებული მსგავსი გამოკითხვების შედეგს.

გამოკითხულთა 57% მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უწყებები შესყიდვებისას უპირატესობას ანიჭებენ თანამდებობის პირებთან დაკავშირებულ კომპანიებს. 

47% ფიქრობს, რომ სამართალდამცავები სათანადოდ არ რეაგირებენ და არ იძიებენ კორუფციის შემთხვევებს, როდესაც საქმე მაღალი თანამდებობის პირებს ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ გავლენიან ადამიანებს ეხება.

ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი აზრი აუდიტის სამსახურის ფაქტობრივ მონაცემებთანაც თანხვედრაშია, რომლის მიხედვით, 2015-2017 წლებში დაფიქსირებული 1740 კორუფციული საქმიდან, მხოლოდ 12% გაიხსნა. მსგავსი საქმეების გამოძიებისა და გახსნის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს პროკურატურას. ამავე წლებში 1273 რეგისტრირებული საქმიდან მხოლოდ 47 (3.7 %) გაიხსნა.

გამოკითხულთა 41 % ეთანხმება მოსაზრებას, რომ ხელისუფლება, როგორც წესი, ხელს აფარებს კორუფციაში ჩართულ პირებს, ხოლო 37 % ფიქრობს, რომ მთავრობა, როგორც წესი, ამხელს ასეთ პირებს.

კვლევა „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) 2020 წლის თებერვალ - მარტში  მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა. კვლევის საშუალო ცდომილება 2.2%-ია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]