საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სიჩქარის კონტროლის სექციები შემდეგ მისამართებზე ამოქმედდა:
- თბილისი, ზემო ფონიჭალა - მარნეულის გზატკეცილის საავტომობილო გზის 1-ლი კილომეტრიდან მარნეულის გზატკეცილის საავტომობილო გზის მე-3 კილომეტრამდე (ლევან ღოღობერიძის ქუჩის კვეთამდე), ნებადართული სიჩქარეა 70 კმ/სთ;
- თბილისი, ზემო ფონიჭალა - მარნეულის გზატკეცილის საავტომობილო გზის მე-3 კილომეტრიდან (ლევან ღოღობერიძის ქუჩის კვეთიდან) მარნეულის გზატკეცილის საავტომობილო გზის 1-ელ კილომეტრამდე, ნებადართული სიჩქარეა 70 კმ/სთ;
- რუსთავი - თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 21-ე კილომეტრისა და ნიკო ლომოურის ქუჩის კვეთიდან - ნიკო ლომოურის ქუჩის N1-მდე (შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ), ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ;
- რუსთავი - ნიკო ლომოურის ქუჩის N1-დან (შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ) თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 21-ე კილომეტრისა და ნიკო ლომოურის ქუჩის კვეთამდე, ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ;
- რუსთავი - თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 21-ე კილომეტრიდან თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 22-ე კილომეტრამდე, ნებადართული სიჩქარეა 70 კმ/სთ;
- რუსთავი - თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 22-ე კილომეტრიდან თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 21-ე კილომეტრამდე, ნებადართული სიჩქარეა 70 კმ/სთ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით საქართველოს მასშტაბით უკვე 982 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.