შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ყვარელში, დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები, საბრძოლო ვაზნები, 1 მცირეკალიბრიანი შაშხანა და 2 სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.