weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა

10:48 სამშაბათი, 09 ივნისი 2020

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დადასტურდა. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინფორმაციით, აქედან სამი ადამიანი ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელია.

„არ არის 8 შემთხვევა ბევრი, მაგრამ სამწუხაროდ, ამ რვა შემთხვევიდან სამი გახლავთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, კერძოდ, ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომლები, ორი შემთხვევის წყარო კი უცნობია. ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ რეალურად, საუბრები ეპიდემიის დამარცხებასთან დაკავშირებით როგორც მინიმუმ, უკიდურესად ნაადრევია. ამიტომ მობილიზაციის კიდევ უფრო მაღალი ხარისხი გვმართებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ვებ-გვერდ Stopcov.ge-ის მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 818 შემთხვევაა დადასტურებული. გუშინ დილით ეს რიცხვი 810 იყო, თუმცა საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩ-მუღანლოში ორ ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებულები წითელი ხიდის საბაჟო გამშვებ პუნქტში მუშაობდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]