weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დე ფაქტო ხელისუფლებამ ცხინვალის ციხის უფროსის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

13:10 სამშაბათი, 09 ივნისი 2020

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სპიკერის, ალან ტადტაევის განცხადებით, ცხინვალის გამოსასწორებელი კოლონიის უფროსი ოთარ მარგიევი თანამდებობას ჩამოაშორეს და მის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ეხოკავკაზა“ ავრცელებს.

კოლონიაში მომხდარი ინციდენტის გამო მიმდინარეობს გამოძიება, რომლის შედეგებიც ყველასთვის ცნობილი გახდება. ამასთანავე, გენარალურმა პროკურატურამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლის მიმართ, საკანში ტელეფონისა და სხვა აკრძალული ნივთების შეტანის გამო, სისხლის სამართლის საქმე აღძრა“, – განაცხადა ტადტაევმა.

5 ივნისს ცხინვალის გამოსასწორეებლი კოლონიის რამდენიმე პატიმარმა სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ციხის თანამშრომლებმა კანონით გათვალისწინებული ზომები მიიღეს. როგორც „ეხოკავკაზი“ წერს ამ ინციდენტის შემდეგ უცნობმა პირებემა ქვები დაუშინეს და მინები ჩაუმსხვირეს ცხინვალის დე-ფაქტო იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელის ბინას. სამხედრო პროკურატურამ მომხდართან დაკავშირებით 4 ადამიანი დააკავა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]