weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით დევნილებისთვის 122 სახლი აშენდება

14:02 სამშაბათი, 09 ივნისი 2020

მიმდინარეობს განაცხადების მიღების მეორე ეტაპი გერმანიის ფედერაციული მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, რომელიც 18 ივნისამდე გაგრძელდება. იძულებით გადაადგილებული პირებისთვის დასავლეთ საქართველოში 100, ხოლო შიდა ქართლის რეგიონში 22 სახლის აშენება იგეგმება. მშენებლობის დასრულების შემდგომ, შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, გრანტებიც გაიცემა.

პროექტის ფარგლებში მონაწილეობის საშუალება ექნებათ დასავლეთ საქართველოდან იმერეთის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა, ქვემო სვანეთის რეგიონებში და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ დევნილებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში შიდა ქართლში, ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს.

მათ განაცხადების შევსება იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში ან დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოებში შეუძლიათ.

ახლა მიმდინარეობს იმ 94 განაცხადის მონიტორინგი, რომელიც განაცხადების მიღების პირველ ეტაპზე - 2020 წლის 2-დან 16 მარტის ჩათვლით დარეგისტრირდა. მონიტორინგის დასრულების შემდეგ,დევნილთა საკითხების შემსწავლი კომისია პროექტით სარგებლობის მსურველებს შეარჩევს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  1. დევნილი ოჯახის ერთ-ერთი წევრის/წევრების საკუთრებაში/თანასაკუთრებაშია რეგისტრირებული, უფლებრივად უნაკლო (ყადაღა, იპოთეკა, აკრძალვა/შეზღუდვის გარეშე) მიწის ნაკვეთი 2020 წლის 1 თებერვლამდე, რაც დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან;
  2. მიწის ნაკვეთი არ უნდა იყოს გეოგრაფიულად მიუვალ ადგილას, სადაც არ არის მისასვლელი გზა(ასფალტირებული ან/და არაასფალტირებული), მთიან ან დაუსახლებელ ტერიტორიას, რომელსაც არ აქვს მჭიდრო კავშირი სხვა დასახლებასთან. ზოგიწერთ შემთხვევაში კომისია მიიღებს ამ კრიტერიუმისგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას. მთავარია, ნაკვეთი აკმაყოფილებდებს კანონით დადგენილ მშენებლობის ნებართვის გაცემის წესსა და სანებართვო პირობებს.
  3. მიწის ნაკვეთზე არ უნდა იყოს განთავსებული საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან მშენებარე) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული);
  4. არ განიხილება იმ დევნილი ოჯახების განაცხადები, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდანგამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და ერთჯერადი ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში.

კომისიის მუშაობის პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება და მასში ჩართულები იქნებიან სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა წარმომადგენლები. კომისია ყველა იმ ოჯახის საქმეს განიხილავს რომელსაც მინიმუმ 1 ქულა აქვს.გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ ოჯახს წინასწარი ქულა მიენიჭა.

პროექტი, რომლის სახელწოდებაა „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისთვის“, 2019 წელს დაიწყო და 2021 წლის ივლისამდე გაგრძელდება. ინიციატორი და დამფინანასებელი გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკია (KfW). მხარდამჭერია გერმანიის ფედერაციული მთავრობა.

გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, მარნეულში, 2020 წლის იანვრიდან უკვე მიმიდინარეობს სოფლის ტიპის დასახლების შენება იძულებით გადაადგილებული იმ 31 ოჯახითვის, რომლებიც მრავალი წელია მარნეულის მუნიციპალიტეტში ნგრევად ობიექტში ცხოვრობენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]