weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქუთაისს უწყვეტი 24-საათიანი წყალმომარაგება აქვს

15:08 სამშაბათი, 09 ივნისი 2020

აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, რომელმაც 80 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა, ქუთაისის 200 ათასზე მეტ მცხოვრებს სასმელი წყალი უწყვეტად, 24-საათიან რეჟიმში მიეწოდება.

პროექტის ფარგლებში გოდოგანზე ორი, ხოლო მუხრანში ერთი რეზერვუარი აშენდა. ასევე, მოეწყო სამი სატუმბი სადგური, 18 კმ წყლის მაგისტრალური მილსადენი და 300 კმ შიდა გამანაწილებელი ქსელი.

„ქუთაისის უწყვეტი წყალმომარაგება, რაც ათწლეულების განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა, მოგვარებულია და მსგავსი სისტემური პრობლემების გადაჭრა გაგრძელდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

პირველი ფაზის სამუშაოები 2013 წლის სექტემბერში დაიწყო, ამ დროისთვის ქუთაისის მოსახლეობის 77 %-ს სასმელი წყალი 5-6 საათიანი გრაფიკით მიეწოდებოდა. 2016 წლამდე აშენდა 6 ახალი რეზერვუარი, 2 სატუმბი სადგური, 1 საქლორატორო და წყალმომარაგების ქსელზე დაერთდა 21 010 მომხმარებელი. სასმელი წყლის მიწოდების გრაფიკი 2016 წლისთვის ასე შეიცვალა: მოსახლეობის 30 %-ს წყალი ისევ 5-6 საათიანი გრაფიკით მიეწოდებოდა, 40 %-ს 12 საათით, 2 %-ს 18 საათით და 28 %-ს 24 საათიანი გრაფიკით.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]