weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ახალი შენობის ასაშენებლად 47 მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

22:05 სამშაბათი, 09 ივნისი 2020

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ახალი შენობის აშენება იგეგმება, რისთვისაც 46 755 039 ლარია გათვალისწინებული. საზოგადოებრუვმა მაუწყებელმა ტენდერი დღეს გამოაცხადა. წინადადებების მიღების ბოლო ვადა 2020 წლის 30 ივლისია.

ახალი შენობა პოლიტკოვსკაიას 31 ნომერში იქნება განთავსებული, სადაც 2017 წელს, ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მაუწყებელს მფლობელობაში გადაეცა ორი ჰექტარი მიწის ფართობი. ამავე წელს მაუწყებლის მენეჯმენტმა გამოაცხადა კონკურსი და ახალი შენობის დიზაინისა და ვიზუალის შერჩევა საზოგადოებას შესთავაზა, ფეისბუქ კენჭისყრის შედეგად შპს „თბილქალაქპროექტმა“ გაიმარჯვა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, ახალი შენობის აშენების გადაწყვეტილებას ალტერნატივა არ აქვს.

„თუ ტელევიზია ძველ ადგილზე დარჩებოდა, მაშინ ეს შენობა უნდა დანგრეულიყო და ახალი აშენებულიყო, რაც მძიმე პრობლემებთან არის დაკავშირებული - ტელევიზიას უნდა შეეწყვიტა მუშაობა, ამდენი ადამიანი დარჩენილიყო უმუშევარი, ქვეყანა კი – საზოგადოებრივი მაუწყებლის გარეშე. ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობდა ამ თემაზე და მოიძებნა ასეთი გამოსავალი - ტელევიზიისთვის გამოიყო მიწა და მშენებლობის თანხას ტელევიზია საკუთარი ბიუჯეტიდან გაისტუმრებს.

საქართველოს პირველი არხი ააშენებს ბევრად უფრო ოპტიმალურ, თანამედროვე სიტუაციაზე მორგებულ შენობას, რომლის ექსპლუატაციაც იქნება იაფი. ვგულისხმობ თუნდაც იმას, რომ კოსტავას ქუჩაზე მდებარე შენობის გათბობა არის შეუძლებელი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ხანძარსაწინააღმდეგო ზომების მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია. შენობის გვერდით, თავის დროზე, იყო დიდი აუზი, რომელსაც ხანძრის შემთხვევაში გამოიყენებდნენ. ახლა ესეც არ გვაქვს და ფაქტობრივად, ცეცხლმაქრების იმედად ვართ. ასე რომ, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას – დღეს იწყება მშენებლობის პროცესი. ერთი კვირის წინ მივიღეთ მშენებლობის ნებართვა, უზარმაზარი სამუშაოა ჩატარებული და ვიწყებთ. იმედი მაქვს, რომ ტენდერი დასრულდება წარმატებით და დავიწყებთ მშენებლობას. გვექნება ახალი, თანამედროვე, დიდ შესაძლებლობებზე მორგებული ტელევიზია“, – აცხადებს ვასილ მაღლაფერიძე.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]