როგორც „რეგინფოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შუახნის მამაკაცს სავარაუდოდ გულის შეტევა ჰქონდა. შეუძლოდ გახდომის შემდეგ, მას პირველადი დახმარება მომლოცველებმა აღმოუჩინეს. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ლომისობა აღდგომიდან მე-7 კვირას, არაგვისა და ქსნის ხეობაში აღინიშნება. ლეგენდის მიხედვით, ლომისა გზოვანის წმიდა გიორგია, რომელსაც ხორასნიდან 7 ათასი ტყვე დაუხსნია და ხარის რქებზე დაბრძანებული დამკვიდრებულა მლეთის მთაზე. მომლოცველები მას ევედრებოდნენ შვილიერებას, თვალის სინათლეს, მიწისა და საქონლის ნაყოფიერებას.
ლომისობის სახალხო დღესასწაულზე მლოცველები მთელი საქართველოდან იკრიბებიან. სოფელ მლეთიდან სალოცავამდე მისასვლელ გზაზე, რთული რელიეფური პირობებით გამოწვეული დაზიანებების თავიდან ასაცილებლად, ადგილზე მაშველებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების მობილიზება ხდება საჭირო.