weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პანკისში ერთი თვის წინ დაზიანებული საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაციას ითხოვენ

19:05 ოთხშაბათი, 10 ივნისი 2020

პანკისის ხეობაში, დუისი-ქვემო ხალაწნის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი ერთი თვეა დინების შუაგულშია მოქცეული. მაისის საწყისში მდინარე ალაზანი ადიდდა, წყალმა მარცხენა ნაპირი დაფარა და ხიდზე ასასვლელი კიბე დააზიანა. ხიდზე მოხვედრა ადგილობრივების მიერ მოწყობილი ხის სახელდახელო გადასასვლელითაა შესაძლებელი.

რამზან გორგიშვილი, რომელიც ხიდით ყოველდღიურად სარგებლობდა, ამბობს, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ვიზიტიდან ერთი თვე გავიდა და ხიდის რეაბილიტაციისთვის ჯერ არაფერი გაკეთებულა.  

„როგორც მერიაში გვითხრეს, იგეგმება სამუშაოები ხიდის დასაგრძელებლად. ალაზანი ხშირად იცვლის კალაპოტს და მორიგი ადიდების დროს ხიდადმდე მისასვლელი გზა რომ აღარ წაიღოს, საჭიროა მისი დაგრძელება“, – უთხრა რამზან გორგიშვიმა „რეგინფოს“.

მდინარე წინა წელსაც, მაისის დსაწყისში, წვიმიან სეზონზე ადიდდა და მარჯვენა სანაპირო დატბორა, მაგრამ მაშინ ხიდამდე მისასვლელი ხელისუფლებამ მალევე მოაწესრიგა. ამჯერად, ადგილობრივები იძულებულები გახდნენ, ხიდამდე გადასასვლელი თავად გაეკეთებინათ - სახელდახელოდ გადებული ხის კონსტრუქცია საკმაოდ სახიფათოა. ხიდის გაუმართაობის გამო, პანკისელებს დუისიდან ორი კილომეტრით დაშორებული წყალსაცავის ნაგებობაზე გამავალი საავტომობილო გზით სარგებლობა უწევთ.  

ახმეტის მერის მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილი პრობლემის მოუგვარებლობის მიზეზად მდინარეში ამ დრომდე მომეტებულ წყლის დონეს ასახელებს, რაც ადგილზე ტექნიკის მობილიზებას უშლის ხელს. ნასყიდაშვილი ვარაუდობს, რომ ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მომდევნო კვირიდან დაიწყება.

მერის მოადგილის თქმით, სამომავლოდ ხიდის დაგრძელების ნაცვლად, ნაპირის გამაგრებითი სამუშაოები დაიგეგმება.

„ვაპირებთ გაბიონების ჩასხმას. ეს წელს ვერ მოხერხდება, რადგან მცირე ბიუჯეტი გვაქვს. წყალმა რომ ისევ არ დააზიანოს ხიდი, მომავალ წელს ბიუჯეტის დაგეგმვისას მისასვლელთან გაბიონების ჩალაგებაც იქნება გათვალისწინებული“, - უთხრა „რეგინფოს“ ვაჟა ნასყიდაშვილმა.

დუისი-ქვემო ხალაწნის საფეხმავლო ხიდის სამშენებლო სამუშაოები 2017 წელს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, შპს „კონსტრუქციონ სერვისმა“ შეასრულა. პროექტის მიხედვით, ხიდი 2 მეტრი სიგანისა და 100 მეტრი სიგრძის უნდა ყოფილიყო, რაშიც სახელმწიფო 164 819 ლარს იხდიდა. იმის გამო, რომ მშენებლობისას ხიდის 11 მეტრით დაგრძელება გადაწყდა, ბიუჯეტიდან დამატებით 12 296 ლარი დაიხარჯა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]