weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევის პირველწყაროს ჯერ ვერ ვადგენთ - გამყრელიძე

23:53 ოთხშაბათი, 10 ივნისი 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევიდან ხუთის პირველწყაროს ჯერ ვერ ადგენენ.

„დილისთვის გვქონდა 4 ახალი შემთხვევა, დღის განმავლობაში გვაქვს შემთხვევების გარკვეული რაოდენობის მატება, არც თუ ბევრი. გეტყვით პირდაპირ, ხუთი შემთხვევა. აქედან გამომდინარე, როდესაც მიდის ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა, ცოტა შეგვაშფოთა სიტუაციამ, რომ ამ ხუთი შემთხვევიდან ჯერჯერობით ვერ გავდივართ პირველ წყაროზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

მისივე თქმით, საზოგადოებაში იქმნება ილუზია, თითქოს საქართველომ კორონავირუსი დაამარცხა და შეგვიძლია, დავუბრუნდეთ იმავე ცხოვრების რიტმს, რაც გასული წლის ამ დროს იყო. 

„არა, ბატონებო, კორონავირუსული ინფექცია, პანდემია გრძელდება მთელ მსოფლიოში, კორონავირუსი ცირკულირებს ჩვენს ქვეყანაში და ამ ტიპის მიდგომა და ილუზიის შექმნა შეიძლება, აღმოჩნდეს ძალიან მაღალი რისკის შემცველი. ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი იძლევა“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

10 ივნისს საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 827-მდე გაიზარდა. ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე არსბული ინფორმაციის თანახმად, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 690-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია 3230 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 285 პირი. კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]