weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსთავში ორი წლის ბავშვი მეხუთე სართულიდან გადავარდა და გარდაიცვალა

15:22 სამშაბათი, 01 აგვისტო 2017

რუსთავში, მე-12 მიკრო-რაიონში, ორი წლის ბავშვი საცხოვრებელი ბინის მეხუთე სართულიდან გადავარდნის შედეგად გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, გოგონა ფანჯრიდან იყურებოდა, რა დროსაც თავი ვერ შეიკავა და ეზოში გადავარდა.

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ, დავით გოგოძემ „ინფო რუსთავთან“ განაცხადა, რომ ბავშვს თავის ტვინის მძიმე დაზიანება აღენიშნებოდა და რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]