weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

რესპუბლიკური საავადმყოფოს 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

16:25 ხუთშაბათი, 11 ივნისი 2020

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, კორონავირუსი საავადმყოფოს ოთხ თანამშრომელს დაუდასტურდა. მისი თქმით, ერთი შემთხვევა გუშინ, 10 ივნისს დადასტურდა, დანარჩენი სამი კი დღეს. ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„წყაროს თქმა ძალიან ძნელია. პირველი, ვისაც დაუდასტურდა, ეს იყო კორიდორის დამლაგებელი და მას უშუალოდ პაციენტებთან შეხება არ ჰქონია, მაგრამ საიდან მოვიდა, ამის ძებნა ჩვენთვის ძალიან ძნელია“, – განაცხადა საავადმყოფოს დირექტორმა

მისივე თქმით, საადმყოფოს პერსონალს მუდმივად უტარდებოდა ტესტირება და ყველას პასუხი ნეგატიური იყო. „ახლა თავიდან დავიწყეთ და გავტესტავთ მედპერსონალს იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ გავრცელება“, – აღნიშნა ლევან გოფოძემ.

11 ივნისის დილის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსით 828 ადამიანი იყო ინფიცირებული. ამ დროისთვის ვებ-გვერდ Stopcov.ge-ზე მონაცემები განახლებულია და ინფიცირებულთა რიცხვი 831-მდეა გაზრდილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]