სამსახურის უფროსმა ზაქარია ანანეიშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, რომ ზ.ს. ორი დღის წინ დააკავეს. მისი თქმით, დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულმა სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების სანაცვლოდ წვევამდელს 250 ლარი გამოართვა. ამ საკითხზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.