weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სიახლე – ფინკა ბანკში სწრაფი სესხის პირობები განახლდა

15:37 სამშაბათი, 01 აგვისტო 2017

ფინკა ბანკი განაგრძობს მომხმარებლებისთვის სიახლეების შეთავაზებას და მათზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების შექმნასა და განვითარებას. ზაფხულის დადგომასთან ერთად დაიწყო საზაფხულო აქცია - სწრაფ სესხებზე გაიზარდა სესხის ლიმიტი და ის უკვე 3 000 ლარს შეადგენს.

ფინკა ბანკის სწრაფი სესხი საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც აქვს შემოსავალი და თანხის სწრაფად და მარტივად მიღება სურს. სესხის ლიმიტი 200-დან 3 000 ლარამდეა, ვადა 24 თვეა. სესხის უპირატესობაა, რომ დამტკიცების საკომისიო არის 0% და საშეღავათო პერიოდი 6 თვე, რაც მომხმარებლისთვის კარგი საშუალებაა სესხის გადახდა მოგვიანებით დაიწყოს.

სესხის მისაღებად საკმარისია სერვის ცენტრში მხოლოდ ერთი ვიზიტი და რამდენიმე წუთში შეძლებთ თანხის მიღებას, რადგანაც სესხის ასაღებად არ მოითხოვება არანაირი უზრუნველყოფა, მათ შორის თავდებებიც. ასევე არ მოითხოვება შემოსავლების დოკუმენტურად დადასტურება.

ფინკა ბანკის სწრაფი სესხის მიზნობრიობა შეზღუდული არ არის. იგი შეიძლება გამოყენებული იყოს ბიზნეს თუ სხვა ნებისმიერი მიზნისთვის, მათ შორის დასვენების ხარჯების დასაფინანსებლად, სახლის რემონტისთვის, საოჯახო ტექნიკის შესაძენად და სხვა.

„დღეს როდესაც ასე მნიშვნელოვანია მომხმარებელს მოემსახურო მაქსიმალურად სწრაფად, პროცედურები ისე შევცვალეთ, რომ თანხის მიღება კიდევ უფრო გამარტივდა და მომხმარებელს აღარ სჭირდება ბანკში დიდხანს დაყოვნება. აქვე ხაზს გავუსვამ - სწრაფი სესხის მიზნობრიობა შეზღუდული არ არის, იგი მომხმარებელს დიდ შესაძლებლობას აძლევს გამოიყენოს სხვადასხვა მიზნისთვის, მისი საჭიროებებიდან გამომდინარე, ზაფხულის სეზონზე ზოგი რემონტს იწყებს, ზოგსაც საოჯახო ტექნიკის გამოცვლა ან შეძენა სურს, ზოგსად დასასვენებლად სჭირდება თანხა. ჩვენ მუდმივარ მზად ვართ დავეხმაროთ ჩვენს მომხმარებლებს მათი სურვილების ასრულებაში და რაც მთავარია, ისარგებლოთ აღნიშნული სესხით 0%-იანი გაცემის საკომისიოთი “ - ამბობს ირაკლი აბაშიძე, ფინკა ბანკის საკრედიტო მიმართულების ხელმძღვანელი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, ფინკა ბანკის ცხელ ხაზის ნომერია - 2 242 4949, ასევე გვეწვიეთ სერვის ცენტრებში ან მოგვწერეთ ვებ-გვერდის ჩატში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]