ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ახლად გამოვლენილი ცხრა შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია.
„ცხრა ახალი დადასტურებული შემთხვევიდან სამი სამედიცინო პერსონალია, სამი საკარანტინო ზონიდან - შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევა, ორი გახლავთ უკვე დადასტურებულ კოვიდთან კონტაქტში მყოფი პირი, ერთის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია და მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.
მისივე თქმით, გამოჯანმრთელებულთა პროცენტული რაოდენობა 83%-ს შეადგენს. „კოვიდ-ცენტრებში, ამ მონაცემების გათვალისწინებით, მკურნალობს 127 დადასტურებული შემთხვევა“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.