weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლუკაშევიჩი: უფლება გვაქვს ვიცოდეთ რა იხარშება საქართველოს და უკრაინის ამერიკულ ლაბორატორიებში

14:10 პარასკევი, 12 ივნისი 2020

ეუთოში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენლმა, ალექსეი ლუკაშევიჩმა, 11 ივნისს, ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიაზე საშიშ ექსპერიმენტებს ატარებს. უფრო კონკრეტულად კი, საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედებს ორმაგი დანიშნულების ბიოლაბორატორიები. ამის შესახებ სააგენტო „რია-ნოვოსტი“ წერს.

ლუკაშევიჩის განცხადებით, „ქართულ და უკრაინულ ლაბორატორიებში მიმდინარეობს დახურული ექსპერიმენტები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ვირუსების მოდიფიცირებას, მუტანტური ფორმების კვლევასა და მათი გადადების ზრდას“.

„მედიაში გაჟონილი ინფორმაციით, საქართველოსა და უკრაინის ბიოლაბორატორიებში ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის სახელით დახურული ექსპერიმენტები მიმდინარეობს. მათ შორის განსაკუთრებით საშიში, შავი ჭირის და ჰემორაგიული ცხელების გამომწვევი პათოგენებით“, – აცხადებს რუსეთის წარმომადგენელი.

ლუკაშევიჩის თქმით, რუსეთის შეშფოთების მიზეზი ამერიკელი სამხედრო ექიმების მიერ ქართველებზე ჩატარებული ექსპერიმენტები და მათი ბიომასალის შეგროვებაცაა. როგორც მან აღნიშნა, აშშ ამ პროექტებს მოიხსენიებს,როგორც ჰუმანიტარულს და მოსკოვს არწმუნებს, რომ მის სიტყვას უნდა ენდოს, თუმცა რუსეთს უფლება აქვს იცოდეს, სინამდვილეში რა „იხარშება“ ამერიკულ ბიოლაბორატორიებში.

COVID-19-ის პანდემიის პარალელურად, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ლუგარის ლაბორატორიის შესახებ პროპაგანდისტული, შეცდომაში შემყვანი განცხადებები გახშირდა. 10 მაისს, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა, ადგილობრივებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, გამორიცხონ რაიმე სახის კონტაქტი საქართველოსთან არსებული ე.წ. საზღვრის დამრღვევებთან და მინიმუმამდე დაიყვანონ კომუნიკაცია საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ახლობლებთან და ნათესავებთან. ამის მიზეზად კი, ლუგარის ლაბორატორიას დაასახელეს.

აშშ-ის საელჩომ მანამდე განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან მიმდინარე დეზინფორმაციის კამპანია, მათ შორის სიცრუის შეთხზვა და მისი გავრცელება ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით, რომელმაც სასიცოცხლო მნიშვნელობის როლი შეასრულა საქართველოს ბრძოლაში COVID-19-ის წინააღმდეგ, შემაშფოთებელია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]