weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არტარებისთვის ჯარიმა 500 ლარამდეა

16:02 პარასკევი, 12 ივნისი 2020

საქართელოს პარლამენტმა პირბადის ტარების წესის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენაზე, 76 ხმით დაამტკიცა. კანონი დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 20 და 500-ლარიან ჯარიმებს ითვალისწინებს.

ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შევიდა, რომლის თანახმად, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვება გამოიწვევს ამ სივრცის მფლობელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარით.

პირბადის ტარება სავალდებულოა საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ტაქსით მგზავრობის დროსაც, როგორც მძღოლისთვის, ისე მგზავრისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება 20 ლარით.

საჯარო სივრცეში პირბადის გამოყენების წესის დარღვევის გამო ჯარიმების შემოღების საჭიროებაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, 1-ლი ივნისის ბიუროს სხდომაზე ისაუბრა. მან იურიდიულ და ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტებს მოუწოდა, ცვლილებები დაჩქარებულ რეჟიმში განეხილათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]