weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

COVID-19 კიდევ 6 ადამიანს დაუდასტურდა – ინფიცირებულთა რიცხვი 843-მდე გაიზარდა

17:04 პარასკევი, 12 ივნისი 2020

საქართველოში კორონავირუსი დღეს კიდევ ექვს ადამიანს დაუდასტურდა. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, ახალი ინფიცირებულებიდან ორი მისი საავადმყოფოს მედპერსონალია.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად დაკვირვების ქვეშ 38 პაციენტია, აქედან 17 კოვიდინფიცირებულია. დადასტურებული შემთხვევებიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია და ის მართვით სუნთქვაზეა, თუმცა გარკვეული გაუმჯობესება ფილტვის პნევმონიის მხრივ არის.

რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, კიდევ ერთი პაციენტი გუშინ სხვა კლინიკიდან ჩვენთან გადმოიყვანეს, მას რიგი კარდიოლოგიური პრობლემები აქვს და დიაბეტიანია, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩვენ 40-მდე ჩატარებული ტესტის პასუხი მოგვივიდა და აქედან ექვს პაციენტს დაუდასტურდა კოვიდ-ინფექცია. ინფიცირების წყაროების ნაწილი ცნობილია, რაც შეეხება ახლად დადასტურებულ შემთხვევებს, მათგან ინფიცირების რამდენიმე წყაროს მოძიება მიმდინარეობს“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

მისივე თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების ე.წ. აგრესიულ ტესტირებას დაიწყებენ.

ვებ-გვერდ Stopcov.ge-ის ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 843 ადამიანის ინფიცირება დადასტურდა. აქედან 697 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3026, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 297 ადამიანი იმყოფება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]