„თქვეს, რომ ჩეჩენი ბიჭი არის, აქვე ცხოვრობს ნაქირავებშიო და ნარკოტიკებზე აიყვანეს, დააკავეს. ერთი ჩანდა, ერთი ჰყავდათ ხელში აყვანილი და დაკავებული... ამოიღეს ნარკოტიკები, ჩააწყეს „მეშოკებში“ და წაიღეს“, – ამბობს ჟურნალისტებთან ერთ-ერთი თვითმხილველი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკავების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა სხვა დეტალებზე კომენტარს არ აკეთებენ.