გუშინ ის სტუმრად პანკისის ხეობის სოფელ დუისში იმყოფებოდა, გებიშ ხანგოშვილის სახლში, რომელთანაც მეგობრობს. გებიშ ხანგოშვილი პანკისის უხუცესთა კავშირის ხელმძღვანელის ხასო ხანგოშვილის შვილია.
„რეგინფოს“ ინფორმაციით, დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომელიც დუისის მკვიდრია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ნუცა აბაშიძემ „რეგინფოს“ დაუდასტურა, რომ სუს-მა ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია ნამდვილად ჩაატარა. აბაშიძემ კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია, გებიშ ხანგოშვილის დაკავებასთან დაკავშირებით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასევე არ აზუსტებს, გამოძიება რასთან დაკავშირებით და სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლითაა დაწყებული. არაოფიციალური ინფორმაციით, სპეცოპერაცია ნარკოდანაშაულს უკავშირდება.