წყალდიდობის შედეგად თბილისის ზოოპარკი თითქმის განადგურდა. ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა, გმირთა მოედანზე კი ბეჰემოთი დააფიქსირეს, რომელიც მალე ამ დღის სიმბოლოდ იქცა.
ტრაგედიის მეხუთე წლისთავთან დაკავშირებით, დღეს, 11:30 საათზე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 13 ივნისის მემორიალთან მივა.