weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

24 საათში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა

11:01 შაბათი, 13 ივნისი 2020

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 837-დან 851-მდე გაიზარდა. როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, 10-მდე გაიზარდა იმ პაციენტების რიცხვი, რომელთა დაინფიცირების წყარო უცნობია.

„გუშინ დილის მონაცემებით გვყავდა 837 დადასტურებული შემთხვევა. დაგვემატა 14 ახალი დადასტურებული შემთხვევა და გვყავს 851. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი გაიზარდა 5-ით – იყო 697 და არის 702. ამჟამად, ამ მონაცემების გათვალისწინებით, 136 პაციენტი მკურნალობს კოვიდ-ცენტრებში.

14 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 გახლავთ სამედიცინო პერსონალი, 5 – საკარანტინო სივრციდანაა, ეს არის შემოტანილი ანუ იმპორტირებული შემთხვევა, 1 გახლავთ სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა დადასტურებულ შემთხვევასთან და 5-ის ინფიცირების წყარო დაუდგენელია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.

ეზუგბაია მოქალაქეებს მოუწოდებს, შექმნილ მდგომარეობას პასუხისმგებლობით მოეკიდონ.

„მემგონი, ასეთი მომატებული ტემპით თუ წავედით, მეორე ტალღას შევუერთდებით. აუცილებელია, არსებული სიტუაციის მოწესრიგება და შენარჩუნება. შენარჩუნებას ვერ განსაზღვრავენ ვერც მედპერსონალი, ვერც დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლები, რომლებიც თავგამოდებით მუშაობენ და მოახერხეს ამ სიტუაციის კონტროლირება. ეს არის დამოკიდებული თითოეული ჩვენგანზე.

თუ შეზღუდვების მოხსნა ნიშნავს იმას, რომ თავისუფალი ცხოვრების წესით ვიცხოვროთ, ეს არ არის სწორი. შეზღუდვების მოხსნა ნიშნავდა იმას, რომ გარკვეულწილად შევინარჩუნოთ არსებული უნარ-ჩვევები.

ანუ არ უნდა ვიყოთ თავყრილობებზე, ჩვენ თვითონ არ უნდა შევქმნათ თავყრილობებისთვის აუცილებელი პირობა, არ უნდა გავიდეთ სახლიდან სადმე ჯგუფურად და აუცილებელი მიზეზების გარეშე. არის ჩვენი ტრადიციული წეს-ჩვეულებები, რომელთა შესრულებისგან თავის შეკავება გვჭირდება და ეს უნდა იყოს მოზომილად გაკეთებული. თორემ, მატებით წავალთ და მეორე ტალღას შევუერთდებით, მეორე ტალღა კი არ დაიწყება - მოხდება პირველის გადაბმა მეორეზე. კოვიდი არსად მიდის, ჩვენთან რჩება და მასთან ერთად უნდა ვისწავლოთ ცხოვრება. ჩვენი ცხოვრების წესი უნდა იყოს ისეთი, რომ თავი დავიცვათ და ერთამენთს არ შევუქმნათ პრობლემა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]