weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

საგარეჯოში მცხოვრებ 18 წლის ბიჭს კორონავირუსი დაუდასტურდა

12:02 შაბათი, 13 ივნისი 2020

საგარეჯოში მცხოვრებ 18 წლის ბიჭს გუშინ კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა. ეს კახეთში COVID-19-ით ინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევაა. როგორც „რეგინფოს“დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის რეგიონული განყოფილების წარმომადგენელმა, ნელი ხიზანიშვილმა უთხრა, პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია.

„ახალგაზრდა მამაკაცი რესპირატორული სიმპტომებით ექიმთან თბილისში მივიდა. აიღეს ეჭვი კორონავირუსზე, ჩაუტარეს PCR ტესტი და კორონავირუსი დაუდასტურდა. ამჟამად ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადის მკურნალობას“, – უთხრა „რეგინფოს“ ნელი ხიზანიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, გუშინ საღამოსვე საგარეჯოში მოიძიეს პაციენტთან კონტაქტში მყოფი 18 ადამიანი და ყველა მათგანი საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 837-დან 851-მდე გაიზარდა. 10-მდეა გაზრდილი იმ პაციენტების რიცხვი, რომელთა დაინფიცირების წყარო დადგენილი არ არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]