weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პირბადის ტარების წესს დარღვევისთვის ჯარიმა სავარაუდოდ ორშაბათიდან ამოქმედდება

17:35 შაბათი, 13 ივნისი 2020

პარლამენტის ურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი განმარტავს, რომ პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის მოქალაქეების დაჯარიმებას მას შემდეგ დაიწყებენ, რაც მთავრობა შესაბამის წესს დაადგენს.

ოხანაშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში თვქა, რომ წესზე მუშაობა თითქმის დასრულებულია და სანქციები სავარაუდოდ, ორშაბათიდან ამოქმედდება.

„არაფერი საპანიკო არ არის და საკითხი არ დგას ისე, რომ დღეს ვინმეს დააჯარიმებენ. ზოგადად, რეკომენდაცია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებით და ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არის, რომ დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადე უნდა ატაროს ყველამ. რაც შეეხება სანქციებს, ლოგიკურია, რომ ჩვენ მიერ შემუშავებული კანონი ამოქმედდა, თუმცა ამ კანონშივე არის დასკვნა გაკეთებული, რომ უნდა შემუშავდეს წესი და ეს კანონი რეალურად იურიდიულ მნიშვნელობას შეიძენს და გამოყენებული იქნება შესაბამისი ორგანოების მხრიდან მხოლოდ მას შემდგომ, როდესაც მთავრობის მიერ პირბადის ტარებასთან დაკავშირებით წესი იქნება გაწერილი. წესზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. მაქსიმუმ ორშაბათს უკვე იქნება გამოქვეყნებული და შესაბამისად, როდესაც ჩვენს საზოგადოებას მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას პირბადის ტარების წესთან დაკავშირებით და სავარაუდოდ ეს იქნება ორშაბათი დღე, უკვე ორშაბათიდან, თუ ვინმე არ დაემორჩილება ამ წესს, მხოლოდ ამის შემდგომ იმოქმედებს ის ადმინისტრაციული სანქციები, რომელიც ჩვენ მივიღეთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გუშინ, 12 ივნისს პარლამენტმა მიიღო „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმას ითვალისწინებს. კანონის თანახმად, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება დახურულ საჯარო სივრცეებში. ფიზიკური პირის მიერ ამ წესის გაუთვალისწინებლობა ადმინისტრაციული წესით 20 ლარის ოდენობით ჯარიმას გამოიწვევს, ხოლო თუკი იურიდიული პირი ან ინდმეწარმე სუპერმარკეტში, სავაჭრო ქსელში, სავაჭრო ობიექტში დაუშვებს პირს, რომელსაც არ იქნება პირბადე, დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]