weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

საქართველოში კორონავირუსით მე-14 ადამიანი გარდაიცვალა

23:59 შაბათი, 13 ივნისი 2020
ფოტო: Levani Ratiani / Facebook ფოტო: Levani Ratiani / Facebook

სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით 68 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ის ეროვნული ბანკის თანამშრომელი იყო. როგორც საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა, პაციენტი მათთან 4 აპრლს, სეფსისის ცენტრიდან მიიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.

„შემოყვანისთანავე იყო მართვით სუნთქვაზე, ჰემოდინამიკა იყო დარღვეული, ანამნეზში ჰქონდა არტერიული ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა. ჩატარებული მკურნალობა აღმოჩნდა უშედეგო და სამწუხაროდ, პაციენტი გარდაიცვალა“, – განაცხადა ლევან რატიანმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 851 შემთხვევა დადასტურდა. 13 ივნისის დილის მდგომარეობით 10 ახლად დადასტურებული შემთხვევის ინფიცირების წყარო უცნობია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]