„მივდივარ ტელევიზიიდან, მაგრამ სულ ვიქნები TV პირველის გულშემატკივარი. იქ ჩემი ძალიან კარგი მეგობრები მუშაობენ და წარმატებები მათ. განსაკუთრებული მადლობა ვატოს, ინგას, ჟიჟის, ვახოს, ნანას. მათთან და სხვებთან ერთად, მეც ვაკეთებდი არცთუ ურიგო ტელევიზიას და იქ პროფესიული ცხოვრების ალბათ საუკეთესო 4 წელი გავატარე.
ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ჩავთვალე, რომ ახლა დასრულების დროა“, – წერს დიანა ტრაპაიძე.
მისივე თქმით, სხვა ტელეკომპანიაში არ გადადის.
რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „პირველი“ ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა, ასევე „პოლიტმეტრის“ ხუთკაციანმა სარედაქციო ჯგუფმა დატოვეს. ნინო ჟიჟილაშვილის განმარტებით, ამის მიზეზი არხის განვითარების პროცესია, სადაც მათი ხედვები აღარ ემთხვევა არხის მენეჯმენტის ხედვებს.
ტელეკომპანიის დირექტორის, ვატო წერეთელის ინფორმაციით, ნინო ჟიჟლაშვილი და ვახო სანაია მუშაობას „ფორმულაზე“ გააგრძელებენ.