weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ტელეკომპანია „პირველი“ დიანა ტრაპაიძემაც დატოვა

10:19 ორშაბათი, 15 ივნისი 2020

ტელეკომპანია „პირველი“ ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემაც დატოვა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, დღეიდან გადაცემა „დღის ამბებს“ აღარ წაიყვანს.

„მივდივარ ტელევიზიიდან, მაგრამ სულ ვიქნები TV პირველის გულშემატკივარი. იქ ჩემი ძალიან კარგი მეგობრები მუშაობენ და წარმატებები მათ. განსაკუთრებული მადლობა ვატოს, ინგას, ჟიჟის, ვახოს, ნანას. მათთან და სხვებთან ერთად, მეც ვაკეთებდი არცთუ ურიგო ტელევიზიას და იქ პროფესიული ცხოვრების ალბათ საუკეთესო 4 წელი გავატარე. 

ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ჩავთვალე, რომ ახლა დასრულების დროა“, – წერს დიანა ტრაპაიძე.

მისივე თქმით, სხვა ტელეკომპანიაში არ გადადის.

რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „პირველი“ ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა, ასევე „პოლიტმეტრის“ ხუთკაციანმა სარედაქციო ჯგუფმა დატოვეს. ნინო ჟიჟილაშვილის განმარტებით, ამის მიზეზი არხის განვითარების პროცესია, სადაც მათი ხედვები აღარ ემთხვევა არხის მენეჯმენტის ხედვებს.

ტელეკომპანიის დირექტორის, ვატო წერეთელის ინფორმაციით, ნინო ჟიჟლაშვილი და ვახო სანაია მუშაობას „ფორმულაზე“ გააგრძელებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]