თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 15 ახალი შემთხვევიდან 2 სამედიცინო პერსონალია.
„5 საკარანტინო სივრციდანაა, ოღონდ შემოტანილი, ანუ იმპორტორებული, 5 გახლავთ ისევ საკარანტინო სივრციდან, ოღონდ მათ კონტაქტი ჰქონდათ დადასტურებულ შემთხვევებთან, 1 არის „საბურთალოს კლასტერიდან“ და 2-ის წყაროს მოძიება გრძელდება“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ეზუგბაიამ.
ვებ-გვერდ Stopcov.ge-ის ბოლო მონაცემებით, COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 879-მდეა გაზრდილი. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 704, ხოლო გარდაცვლილი - 14.
ამჟამად კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 267.