weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თელავის მერიამ ნადიკვრის პარკის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა

11:26 ორშაბათი, 15 ივნისი 2020
ფოტო რეაბილიტაციის პროექტიდან ფოტო რეაბილიტაციის პროექტიდან

თელავში მდებარე „ნადიკვრის“ პარკს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. შესაბამისი ტენდერი თელავის მუნიციპალიტეტის მერიას აქვს გამოცხადებული. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 315 410 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, იგეგმება სკვერის დაზიანებული ნაწილებისა და ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, აღდგენა-გამწვანება და ახალი ფანჩატურების დამატება.

„პროექტით გათვალისწინებულია არსებული სივრცეების მაქსიმალური გამოყენება, რათა შეიქმნას საინტერესო, მშვიდი სარეკრეაციო სივრცე, რაც ხელს შეუწყობს არსებული ადგილის განვითარება-გამოცოცხლებას აქტიური დასვენების ადგილის შექმნას, როგორც ტურისტებისთვის ისე იქ მცხოვრებთათვის“, – ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.

წარდგენილი პროექტის მიხედვით, ჩასატარებელ სამუშაოებს შორისაა ამფითეატრის რეაბილიტაცია, 5 ხის ფანჩატურის დადგმა, ბავშვთა გასართობი ზონის მოწყობა და არსებული ხიდის მოპირკეთება.

სატენდერო წინადადებების მიღება 25 ივნისს დასრულდება. თელავის მერიის ინფორმაციით, გამარჯვებულმა კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 120 დღეში უნდა დაასრულოს.

ნადიკვრის პარკს რეაბილიტაცია 2012 წელს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ჩაუტარდა. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 5 424 352 ლარი იყო. დღეს პარკში დაზიანებულია ამფითეატრის სკამები და ბავშვთა გასართობი სივრცე, ჩამტვრეულია გადასახედების საფარი და მინის მოაჯირები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]