შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული ა.გ. და მისი საზღვარგარეთ მყოფი შვილი - 2001 წელს დაბადებული გ.გ., ვითომდა ჩეჩნური დაჯგუფების ლიდერების - „მაგამედისა“ და „ხაკიმის“ სახელით, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის - თემური გვასალიას (მეტსახელად „თემურ სოხუმსკი“) დახმარებით, მოქალაქეს - 1967 წელს დაბადებულ მ.ყ.-ს, ვაჟიშვილის გატაცების, ასევე, მისი და მისივე ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 60 000 აშშ დოლარს სძალავდნენ.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ა.გ. დაზარალებულისგან მოთხოვნილი თანხის გამოძალვის დროს დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, გამოძალული თანხის ნაწილი - 10 000 აშშ დოლარი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
დაკავებულს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით წარედგინა - 223-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრობა), 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვა) და 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება, დიდი ოდენობით).