weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვარკეთილის ბაზრობაზე დაახლოებით 4000 კვ.მ დაიწვა

10:59 სამშაბათი, 16 ივნისი 2020

თბილისში, ვარკეთილში, შეამთის ქუჩაზე მდებარე შერეული საქონლის ბაზრობაზე წუხელ გაჩენილი ხანძრის შედეგად, დაახლოებით 4000 კვ.მ დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ განაცხადა, რომ დამწვარია სასაწყობე ჯიხურები.

ამ დროისთვის ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

„მეხანძრე-მაშველებს მთელი ღამის განმავლობაში მოუწიათ მუშაობა. უსაფრთხოების მიზნით, აქ რჩება სამი სახანძრო ავტოცისტერნა. ამ დრომდე დაშავებულის შესახებ ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს“, – განაცხადა კერესელიძემ.

ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან მოვაჭრეები, რომლებიც ამბობენ, რომ განადგურებული საქონელი და მაღაზიები დაზღვეული არ ჰქონიათ. ისინი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით მოვაჭრეებმა ცენტრალური საავტომობილო გზის გადაკეტვაც სცადეს.

ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]