weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თიბისი დაზღვევა - 1 წელი ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე

11:17 სამშაბათი, 16 ივნისი 2020

12 000-ზე მეტი დაზღვეული 101 კომპანიიდან, 3 მილიონ ლარამდე ანაზღაურებული თანხა და მომხმარებლის კმაყოფილების უმაღლესი მაჩვენებელი - ასეთია თიბისი დაზღვევის შედეგები ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე შესვლიდან ზუსტად 1 წელიწადში.

თიბისი დაზღვევა ჯერ მხოლოდ კორპორაციულ ბაზარზე ოპერირებს და ის კერძო, მსხვილი და საშუალო  კომპანიების მზღვეველია. პროდუქტის ერთ-ერთი უპირატესობა მაღალი დაფარვა და ლიმიტებია, შესაბამისად, სეგმენტიც საშუალო და მაღალი ანაზღაურების მქონე აუდიტორიაა.

პროდუქტის მთავარი მახასიათებლებია:

  • მომსახურების სისწრაფე - რამდენიმე საათში ანგარიშზე ჩარიცხული ანაზღაურება
  • სიმარტივე - ციფრული სერვისები: ვებ-გვერდი და ბი-ბოტი, რომელთა დახმარებითაც მომხმარებელი რამდენიმე წუთში გზავნის ასანაზღაურებელ საბუთებს, ეწერება ოჯახის ექიმთან და იღებს დაზღვევით გათვალისწინებულ სხვადასხვა სერვისს
  • დაზღვეულზე ზრუნვა - ინდივიდუალური მიდგომით, თითოეული მომხმარებლის ჯანმრთელობისთვის სასიკეთო გადაწყვეტილების მიღება

1 წლის განმავლობაში ჯანმრთელობის დაზღვევამ სრულად უპასუხა კომპანიის მისიას და მომხმარებლის საჭიროებებზე ადაპტირებული სწრაფი, მარტივი და ციფრული პროდუქტით 12 000-ზე მეტ დაზღვეულს გაუმარტივა ცხოვრება. თიბისი დაზღვევა მოქალაქეებს არამარტო უმარტივებს ცხოვრებას, არამედ ზრუნავს მათ ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე.

„როდესაც ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტის გაშვება დავაანონსეთ, მაშინვე ჩამოვაყალიბეთ კონკრეტული გეგმა და დაპირება მომხმარებლებისათვის. მათ შორის უმთავრესი იყო მაღალი ხარისხის სერვისი, ციფრული არხების მრავალფეროვნება და ფართო პროვაიდერული ქსელი. დღეს სამივე მიმართულებით წარმატებულები ვართ. ამაზე მეტყველებს სერვისის სიმარტივითა და სისწრაფით ჩვენი დაზღვეულების კმაყოფილება, ასევე ორი ტიპის ციფრული პლატფორმის - ვებ-პორტალისა და ბი-ბოტის სრულფასოვანი მუშაობა, რასაც ზაფხულში მობილური აპლიკაციაც დაემატება. ჩვენი პროვაიდერების ქსელი მთელ საქართველოს ფარავს და 250-ზე მეტ ყველაზე მოთხოვნად კლინიკას აერთიანებს. აპრილში პროვაიდერების სიას ახალი, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური კლინიკა - „რეიმანიც“ დაემატა“, -  თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულების დირექტორი, ნინო გაჩეჩილაძე.

R - „თიბისი დაზღვევის“ ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]