weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ე.წ. ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე ბრალდებულებს 20 და 19-19 წლით პატიმრობა მიესაჯათ

11:27 სამშაბათი, 16 ივნისი 2020

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.. ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე სამ ბრალდებულს 20 და 19-19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, ავსტრალიის მოქალაქე პ.ლ. და საქართველოს მოქალაქეები - მ.პ. და ც.მ. სასამართლომ დამნაშავედ ცნო ბრალდების ყველა ეპიზოდში, კერძოდ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ 5 არასრულწლოვნის ტრეფიკინგსა და არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება, გასაღებაში, დანაშაულისთვის გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა და 255-ე მუხლებით.

სასამართლოს განაჩენით ავსტრალიის მოქალაქეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს მ.პ-ს და ც.მ-ს 19-19 წლით თავისუფლების აღკვეთა.

„თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება სასამართლო განხილვა საქართველოს 11 მოქალაქის მიმართ, რომელთაც ასევე ბრალი ედებათ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგში. კერძოდ, 10 მშობელს ბრალად ედება არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული შინაარსის ნაწარმის შექმნაში ჩაბმა, რისთვისაც იღებდნენ ანაზღაურებას, ხოლო სკოლის მასწავლებელს ბრალად ედება არასრულწლოვანთა ტრეფიკინგში დახმარება“, – აცხადებენ პროკურატურაში.

პოლიციამ ბავშვთა პორნოგრაფიის დამამზადებელი ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელი 2019 წლის სექტემბერში გამოავლინა და პირველ ეტაპზე, მისი 11 წევრი დააკავა. დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, სულ 22 პირი იყო დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულ აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეებს, თბილისში, ნაქირავებ ბინებში კონსპირაციულად მოწყობილი ჰქონდათ ფოტოსალონები და უცხოეთში რეალიზაციის მიზნით არასრულწლოვნების გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებს ამზადებდნენ, რაშიც მათ ქართველი თანამზრახველები ეხმარებოდნენ. შსს-ის ცნობით, ბრალდებულებს დანაშაულებრივ საქმიანობაში, მშობლების თანხმობით, ჩაბმული ჰყავდათ 8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგონა. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას უხდიდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]