weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

54 წლის მამაკაცი 12 წლის გოგოს მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს

11:45 სამშაბათი, 16 ივნისი 2020

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა თბილისში დააკავეს 1966 წელს დაბადებული ი.ბ., რომელსაც ბრალად ედება 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილი გარყვნილი ქმედება.

გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ბ., მისი შვილის სახელით დარეგისტრირებული სოციალური ქსელების - „ფეისბუქის“ და „კონტაქტის“ საშუალებით სისტემატიურად უკავშირდებოდა უცხოეთში მცხოვრებ 12 წლის გოგონას და გარყვნილი ხასიათის შემცველ შეტყობინებებს, ვიდეო და ფოტო მასალას უგზავნიდა.

„დადგენილია, რომ გოგონასთან სექსუალური ცხოვრების შესახებ მიმოწერას ბრალდებული 2 წლის განმავლობაში აწარმოებდა, რითაც არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას წინასწარი შეცნობით სჩადიოდა“,  – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

უწყების ცნობით, პოლიციამ დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ტელეფონები და კომპიუტერები, სადაც ბრალდებულის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები არის დაფიქსირებული.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილ გარყვნილ ქმედებას. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]