weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ახალშობილის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სიღნაღში ქალი დააკავეს

13:43 სამშაბათი, 16 ივნისი 2020

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ლ. ტ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საქმე ეხება 11 ივნისს, სოფელ ქვემო ბოდბეში მომხდარ შემთხვევას, როდესაც ადგილობრივებმა ბენზინგასამართ სადგურთან მიტოვებული ახალშობილი იპოვეს. შსს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ქალმა გამთენიისას იმშობიარა და პოლიეთილენის პარკში გახვეული ახალშობილი სოფლის ტერიტორიაზე დატოვა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]