weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აფხაზეთში მასობრივ ღონისძიებებზე დაწესებული შეზღუდვები გააუქმეს

14:20 სამშაბათი, 16 ივნისი 2020

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ, COVID-19-ის პანდემიის გამო, მასობრივი ღონისძიებების ჩატარებაზე 29 მაისს დაწესებული შეზღუდვები გააუქმა. შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში მასობრივი კულტურული, სპორტული, გასართობი და საგამოფენო ღონისძიებები ნებადართულია.

შეზღუდვების მოხსნა ასევე ეხება ქორწინების აღნიშნვნას რესტორანებში. გარდა ამისა, ნებადართული გახდა სპორტული დარბაზების, სპა სალონების, საუნების, მასაჟის დარბაზების მუშაობა და სტომატოლოგიური მომსახურების გაწევა.

ამასთან პირველ ივლისამდე აკრძალულია სასტუმროებში, სანატორიუმებში, დასვენების სახლებში ვიზიტორების მიღება. თვის ბოლომდე დახურული იქნება სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებები.

ოკუპირებული აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 37 შემთხვევა დასტურდება, აქედან 27 გამოჯანმრთელებულია, გარდაიცვალა 95 წლის პაციენტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]