აჭარის ტელევიზიას გარდაცვლილის მამამ უთხრა, რომ ავტოავარია მაშინ მოხდა, როდესაც ორ შვილთან ერთად გზაზე გადადიოდა.
„მანქანა მოდიოდა, მე გავჩერდი გზის გამყოფ ხაზზე, ყურადღება მივაქციე უფროს შვილს და ამ დროს მარია უკვე გამიფრინდა ხელიდან“, – ციტირებს აჭარის ტელევიზია მამის კომენტარს.
ადგილობრივების თქმით, გზის ამ მონაკვეთზე ავარიები ხშირად ხდება, ამიტომ გადასასვლელი ხიდის გაკეთებას ითხოვენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.